Wednesday, June 29, 2016

მე-8 დღეს დავასრულეთ გეგმის შაბლონი,ვისწავლეთ დიფერენცირებული სწავლების დროს როგორი დავალებები უნდა მივცეთ,მოსწავლეებს გავუმზადეთ შაბლონი, შაბლონის მიხედვით გავუწიე ფასილიტაცია, როგორ ვიყოთ ფასილიტატორები ჩვენი მოსწავლეებისთვის.

Friday, June 24, 2016

შევადგინეთ შეფასების რუბრიკები, შეფასების მოკლე მონახაზი და დავიწყეთ გეგმაში პროცედურების გაწერა.

Wednesday, June 22, 2016

,მე-6 დღეს ვისაუბრეთ, პროექტის მსვლელობისას თუ როგორ უნდა დავყოთ მოსწავლეები ჯგუფებად,როგორ იმუშაონ, გაინაწილონ დავალებები , შევქმენით ელექტრონული გაზეთი.

Saturday, June 18, 2016

მე-5 დღე

დღეს ვიმუშავეთ საავტორო უფლებებზე,ჩვენს პორთფოლიოში გამოყენებული ლიტერატურის შაბლონი და პრეზენტაცია გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

Friday, June 17, 2016

პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანეთ 21-ე საუკუნის უნარები, ზოგადი,თემატური და
შინაარსობრივი კითხვები. ფაუერფოინტში გავაკეთეთ პრეზენტაცია. მადლობა მაიას.

Wednesday, June 15, 2016

ვიმუშავეთ პროექტის გეგმაზე, შევიტანეთ მონაცემები  და სტანდარტი.შევავსეთ ბუკლეტის შიდა გვერდები.

Sunday, June 5, 2016

დღეს იყო ტრენინგის მე-2 დღე .ვისაუბრეთ ბუკლეტების დამზადებაზე და შევქმენით ბლოგი.